ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

  ინტერესთა გამოხატვა

 28 იანვარს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში სამცხე ჯავახეთის რეგიონში ზემო მტკვრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების მიზნით ინტერესთა გამოხატვისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW). ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა, ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბ-ნი ჯონ რამბერგი.

პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ანგარიში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ქართული კომპანია “გროს- ენერჯი ჯგუფისა” და საერთაშორისო კომპანია  “Poyry Hydropower Engineering”-ის მიერ არის მომზადებული, ითვალისწინებს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის მშენებლობას ჯამური დადგმული სიმძლავრით 137-219 მგვტ და ელექტროენერგიის წლიური საშუალო გამომუშავებით 714-1205 გვტ.სთ. წინასწარი შეფასებით პროექტის ღირებულება შეადგენს 410-604 მილიონ აშშ დოლარს.

სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშისა და გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების შემდეგ, ინტერსთა გამოხატვაში გამარჯვებული მონაწილე მოიპოვებს ზემო მტკვარის სადგურების პროექტის განხორციელების, მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის უფლებას.

საქართველოში ელექტროენერგიაზე ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ექსპლუატაციის მთლიან პერიოდში ყოველი წლის ზამთრის სეზონზე მოახდინოს ზემო მტკვარის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რეალიზაცია ნებისმიერ მყიდველზე საქართველოში. დარჩენილი ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება თურქეთში ახალი გადამცემი ხაზის (400/500 კვ) მეშვეობით, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია.

წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე განაცხადების მიღება 2010 წლის 28 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდება.

ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი: „ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი იქნება საქართველოსთვის ყოველი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ექსპორტის პოტენციალს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”

უკან


  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

ძიება
   
© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service