27-28 იანვარს ქ.სოფიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ეგიდით BSEC-ის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრა გაიმართა..
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს BSEC-ის წევრი ქვეყნებისა და დამკვირვებელი ქვეყნების წარმომადგენლებმა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მინისტრის მოადგილე არჩილ ნიკოლაიშვილი წარმოადგენდა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შემუშავებული იქნა შავი ზღვის ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის დაარსების შესახებ BSEC წევრი ქვეყნების მინისტრთა დეკლარაციის პროექტი, რომელიც მიღებული და დამტკიცებული იქნა 28 იანვარს გამართულ მინისტრთა შეხვედრაზე.
აღნიშნული დეკლარაციით ბისეკის წევრი ქვეყნები ადასტურებენ მზადყოფნას ერთობლივად შეიმუშაონ ახალი ინიციატივები და ითანამშრომლონ შავი ზღვის რეგიონში ინტეგრირებული ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.