ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სოსო ვარსემაშვილი ლანჩხუთში ჩავა

10 თებერვალს 14 საათზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სოსო ვარსემაშვილი და „სოკარ  ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორი ანარ მამედოვი, ქალაქ ლანჩხუთში გაზის ქსელის მშენებლობის დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს "სოკარ ჯორჯია გაზ"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში "სოკარ ჯორჯია გაზმა", ქ. ლანჩხუთში 18 ქუჩის გაზიფირებისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი აირის მიღება 578 პოტენციურ აბონენტს შეეძლება.

 კომპანიამ გაზსადენების მშენებლობა უკვე დაასრულა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორ-მუღანლოში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, დმანისის რაიონის სოფელ თნუსში. ასევე დასრულდა ქალაქების ზუგდიდის, დუშეთისა და ხაშურის ქუჩების გაზის ქსელების მშენებლობა. შედეგად, 5700 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს გაზის ქსელში.

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული სამწლიანი საინვესტიციო პროგრამის მიხედვით, "სოკარ ჯორჯია გაზი" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 150 ათასი ახალი აბონენტის გაზიფიცირებას განახორციელებს.

უკან


  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

ძიება
   
© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service