ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

  ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი წაღვერსა და ბაკურიანში დაიწყო

12 თებერვალს, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური   წაღვერში,  კომპანია  ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ას მიერ ინდივიდუალური  გამრიცხველიანების დაწყების პროცესს დაესწრო. ასევე გაეცნო საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში”-ის  ფარგლებში მიმდინარე წაღვერის გაზიფიცირების პროცესის მიმდინარეობას, რომელსაც სს ”იტერა -საქართველო” ახორციელებს.  

აღნიშნული სამუშაოების დამთავრების შემდეგ წაღვერში  661 აბონენტს  ხოლო  ბაკურიანში 908 აბონენტს დაუმონტაჟდება თანამედროვე ევრო სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველი.  შედეგად ისინი   ადვილად შეძლებენ მოხმარებული ელექტროენერგიის კონტროლს და მათ ელექტროენერგიის გადასახადი დაერიცხებათ საკუთარი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების საფუძველზე. 

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად შიცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.  აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისათვის   ”ენერგო-პრო ჯორჯია” 500 000–მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

 2010 წლის 1 ივლისამდე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში გამრიცხველიანდება ენერგო–პრო ჯორჯიას 60 669 აბონენტი. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანია გეგმავს 19 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. ამ დროისთვის ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ გამრიცხველიანებულია 350 000 -ზე  მეტი აბონენტი. 

საპრეზიდენტო პროგრამა ”გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში სს ”იტერა -საქართველო” აგრძელებს გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობას ბორჯომის რაიონში. დღეისათვის დაბა წაღვერში და სოფელ მზეთამზიაში 108 აბონენტი უკვე მიიღებს ბუნებრივ აირს.უახლოვეს პერიოდში მათი რიცხვი 900-მდე გაიზრდება.  2010 წლის ბოლომდე ბორჯომის რაიონში 3000 აბონენტს შეეძლება მიიღოს ბუნებრივი აირი.                  

უკან


  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

ძიება
   
© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service