21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქ. მარტვილში გაზის ფაკელი აანთო. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზია და “იტერა-საქართველოს” ხელმძღვანელები დაესწრნენ.
საპრეზიდენტო პროგრამის “გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში სს “იტერა-საქართველომ” და შპს “სამტრედიაგაზმა” დაასრულეს 22 კილომეტრიანი საშუალო წნევის გაზსადენის ხონი-მარტვილის მშენებლობა.
ქ. მარტვილში ბუნებრივი აირის მიღების საშუალება 11 000–მდე აბონენტს მიეცემა. მათ რიცხვს მიემატება ხონის რაიონის სოფლების: ივანდიდი, კონტუათი, მათხოჯი და მარტვილის რაიონის სოფლების: ნაგვაზაო, ლეციცხვაიე, ლეხაინდრაო, ნაჯახაოს მაცხოვრებლები.
კომპანია “იტერა-საქართველო” აგრძელებს გამანაწილებელი ქსელების მშენებლობას ხონის და მარტვილის რაიონებში. უახლოეს პერიოდში გაზგამანაწილებელ ქსელში ჩართვის საშუალება 22 000 აბონენტს მიეცემა.