ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

  გარდაბნის გამრიცხველიანება დაიწყო

 24 თებერვალს, ენერგეტიკის მინსტრის მოადგილე სოსო ვარსემაშვილი კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯია”-ას მიერ გარდაბანში ინდივიდუალური გამრიცხველაინების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

სამუშაოების დამთავრების შემდეგ 6 540 აბონენტს დაუმონტაჟდება თანამედროვე ევრო სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველი. აღნიშნული მრიცხველების წყალობით კომპანიის აბონენტები ადვილად შეძლებენ მოხმარებული ელექტროენერგიის კონტროლს და მათ ელექტროენერგიის გადასახადი დაერიცხებათ საკუთარი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების საფუძველზე.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა

მხოლოდ ამ პროექტის განხორციელების მიზნით ”ენერგო-პრო ჯორჯია” გეგმავს 2 მლნ–მდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

2010 წლის 1 ივლისამდე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში გამრიცხველიანდება ენერგო–პრო ჯორჯიას 60 669 აბონენტი. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით კომპანია გეგმავს 19 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. ამ დროისთვის ”ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 350 000  მეტს.

უკან


  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

ძიება
   
© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service