ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

  მაღალი ძაბვის ქვესადგურ ”ახმეტა 110”-ის რეაბილიტაცია დასრულდა

27 თებერვალს,  ახლადრეაბილიტირებული ქვესადგურის “ახმეტა 110”-ის პრეზენტაცია გაიმართა.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ “ახმეტა 110”-ს სრული რეაბილიტაციის შედეგად, “ხადორჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგოსისტემას უპრობლემოდ მიეწოდება და კახეთის ენერგომომარაგება უფრო საიმედო გახდება.

რეაბილიტაციამდე თელავის და ახმეტის რაიონების ენერგომომარაგება ხორციელდებოდა ქვესადგურ “გურჯაანი 220”-დან გამომავალი ერთადერთი 110კვ-იანი გადამცემი ხაზით “”კალაური”. ამ ხაზის დაზიანების შემთხვევაში კახეთის ენერგომომარაგება საფრთხის ქვეშ დგებოდა, გარდა ამისა ვერ ხერხდებოდა “ხადორჰესის” მიერ გამომუშავებული ენერგიის სისტემისათვის მიწოდება. ამ მიზეზით მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თელავის და ახმეტის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება სამჯერ შეუწყდა და დაახლოებით 30 ათასი აბონენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

 “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ძალებით მოწესრიგდა “ჟინვალჰესიდან” გამომავალი და ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის “კვეტერა 110-ის”, ასევე ახმეტის ქვესადგურის თელავის ქვესადგურთან და “ხადორჰესთან” დამაკავშირებელი 110 კვ-იანი ხაზების “იყალთოს” და “ხადორის” უჯრედები. მოეწყო აღრიცხვის სისტემა ყველა მინაერთზე, ახმეტის ქვესადგურში დამონტაჟდა სააკუმულატორო ბატარეა, გარემონტდა ოპერატიული მართვის პუნქტი, გადაიხურა ქვესადგურის შენობა.

აღნიშნული სამუშაოებისათვის 15 ათასი ლარი დაიხარჯა.

.

უკან


  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

ძიება
   
© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service