15 ივლისს ენერგეტიკის სამინისტროში შპს “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ და და გერმანული კომპანია “Voith Hydro”-ს ხელმძღვანელმა ჰერბერტ ვერჯემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რომლის მიხედვითაც ენგურჰესის #1 და #5 ჰიდროაგრეგატების რეაბილიტაცია დაიწყება.
ხელმოწერის ცერემონიალს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ნიკოლაიშვილი დაესწრო.
კომპანია “Voith Hydro”- ენგურჰესის #2, 3 და4, ჰიდროაგრეგატებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2003 წლიდან აწარმოებს.
1 და 5-ე აგრეგატების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ დამატებით 20 მლნ.ევროს ოდენობის სესხი იქნა გამოყოფილი.
სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სამეზობლო საინვესტივიო ფონდი (NIF) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).