ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

  მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მაგისტრალური გაზსადენის ფოთი-სენაკის მონაკვეთის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე 15 ივლისს საერთაშორისო ტენდერი გაიმართა.

ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ - SOCAR-ნევთიგაზტიკინტმა, Truboizolcomplecr.Ltd,  STEMCOR-მა და  "ნიუ მეტალ ჯორჯიამ" მიიღეს.

სატენდერო კომისიამ შეამოწმა მონაწილეთა მიერ წარმოადგენილი დოკუმენტები შეესაბამებოდა თუ არა ტენდერის პირობებს. კომისია გამარჯვებულს წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შემდეგ, უახლოეს დღეებში გამოავლენს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ზესტაფონი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ნებართვა აპრილში მიიღო. ახლადაშენებული მაგისტრალური მილსადენით უნდა განხორციელდეს გაზის გამათხევადებელი ტერმინალის, საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო-რეკრეაციული ზონის, ქ.ფოთის, სენაკისა და ხობის ბუნებრივი გაზით მომარაგება. პროექტი, რომლის განხორციელებაც შემოდგომაზე დაიწყება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მომზადდა.

პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მილების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი 14 ივნისს გამოცხადდა.

უკან


  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

ძიება
   
© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service