“შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის” “ბ” პაკეტს ხელი მოეწერა

22 ივლისს, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-სა – და კომპანია “Siemenc-Austria”-ს შორის “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის” “ბ” პაკეტის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი დაესწრო.

პროექტის “ბ” პაკეტი გულისხმობს ახალი, 500-400-220 კვ. ქვესადგურის მშენებლობას ახალციხეში, ქვესადგურ “ზესტაფონი 500”-ის გაფართოებას და მოდერნიზაციის სამუშაოების განხორცილებას ქვესადგურში “გარდაბანი 500”.

გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა სამი კომპანია: “ABB-Sweden”, “AREVA-Germany”, “Siemenc-Austria”, მათ შორის უმცირესი შეფასების ღირებულების კომპანია იყო “Siemenc-Austria”.

სამუშაოების განხორციელება სავარაუდოდ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება, სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება 2012 წლის იანვარშია ნავარაუდევი, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის იანვარში დასრულდება. I ეტაპი გულისხმობს სამუშაოების განხორციელებას ქვესადგურში “ზესტაფონი 500” და ქვესადგურ “ახალციხის” 500 და 400 კვ-ის იმ ნაწილზე, რომელიც ერთი 350 მვ-იანი მუდმივი დენის ჩანართის მუშაობას უზრუნველყოფს. II ეტაპზე პროექტი მთლიანად დასრულდება.

რაც შეეხება ამ პროექტის “ა” პაკეტს, ამ პაკეტის მიხედვით უნდა განხორციელდეს ზესტაფონი-ახალციხის და 500კვ. გადამცემი ხაზის – “ზეკარი”, გარდაბანი-ახალციხის დამაკავშირებელი 500კვ. გადამცემი ხაზის – “ვარძია” და 400 კვ. გადამცემი ხაზის - “მესხეთი” მშენებლობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ამ პროექტისათვის გამოცხადებიულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ: DALEKOVOD, KALPATARU, SA-RA, KEC , მათ შორის უმცირესი შეფასებული ღირებულების წარმომდგენი იყო ინდური კომპანია KEC ინტერნატიონალ"-ი, რომელთანაც ა/წ 5 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება.

ამ პაკეტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება აგვისტოში დაიწყება. I ეტაპი, რომელიც გულისხმობს 500 კვ. ეგხ “ზეკარი”-ს და 400 კვ ეგხ “მესხეთის” მშენებლობას, 2012 წლის იანვარში დასრულდება, ხოლო მთლიანად პროექტი 2013 წლის ივნისში დასრულდება.

“შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი” ფინანსდება შემდეგი დონორი ორგანიზაციების მიერ: “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი”, “ევროპის საინვესტიციო ბანკი”, KFW, “ევროგაერთიანების სამეზობლო ფონდი”.

 საერთო ჯამში გამოყოფილი თანხის რაოდენობა 265 მილიონ ევროს შეადგენს.

back



  

 -The Ministry of Energy of Georgia declares the expression of interest for the power plants listed in the list of potential alternative sources

-  Pre-feasibility Studies and  Interactive Map of Potential HPP in Georgia

- List of Potential HydroPower Projects in Georgia      

- Bief Technical-Economical information about Potential Hydro Power Plants included in the list

-On-going Investment Projects  

-CDM potential of the proposed Hydro power plants  

- Projected HPP-s in Georgia 

-Hydro Power Plant Construction Application Form  

- Hydro Energy Technical Potential Cadastre of Rivers of Georgia

- Georgian Wind Energy Atlas

-Electricity export opportunities from Georgia and Azerbaijan to Turkey  

Search
   
© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service