ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

ძიება
   

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო შეტყობინება ზემო მტკვარის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელების მიზნით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შესახებ

საქართველოს მთავრობა (,,მთავრობა”), წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ (,,სამინისტრო”) წინამდებარით გაცნობებთ, რომ 2010 წლის 28 იანვარს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა (“ინტერესთა გამოხატვა”) საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზემო მტკვარის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (“ზემო მტკვარის სადგურები”) პროექტის (,,პროექტი”) განხორციელების მიზნით მშენებლობის, ფლობის და ოპერირების უფლებით

პროექტის აღწერილობა
პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ანგარიში, რომელიც მომზადებულია ,,პოირი ჰიდროფაუერ ენჯინეარინგის” მიერ, ითვალისწინებს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადის მშენებლობას ჯამური დადგმული სიმძლავრით 137-219 მგვტ და ელექტროენერგიის წლიური საშუალო გამომუშავებით 714-1205 გვტ.სთ. წინასწარი შეფასებით პროექტის ღირებულება შეადგენს 410-604 მილიონ აშშ დოლარს.

ინტერესთა გამოხატვის პირობები

პროექტის განხორციელების უფლება
ინტერსთა გამოხატვაში გამარჯვებული მონაწილე მოიპოვებს პროექტის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რაც მოიცავს:

ა) პროექტის სრული ტექნიკური-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშისა და გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების („გსზშ“) ანგარიშის მომზადებას;
ბ) ზემო მტკვარის სადგურების საბოლოო პროექტის განსაზღვრას, შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების და მთავრობისგან საჭირო თანხმობის გათვალისწინებით;
(გ) სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშისა და გსზშ-ს ანგარიშის მომზადების შემდეგ ზემო მტკვარის სადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და საკუთრების უფლებას

სავალდებულო მიწოდება
ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია საქართველოში ელექტროენერგიაზე ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად ზემო მტკვარის სადგურების ექსპლუატაციის მთლიან პერიოდში ყოველი წლის ზამთრის სეზონზე, კერძოდ ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით (”ზამთრის პერიოდი”) მოახდინოს ზემო მტკვარის სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რეალიზაცია ნებისმიერ მყიდველ(ებ)ზე საქართველოში, იმ პირობით, რომ ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოში რეალიზებული ელექტროენერგიის ოდენობა ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში არ უნდა იყოს 100 მილიონი კვტ.სთ-ზე ნაკლები (“სავალდებულო მიწოდება”).
ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ მონაწილეს, სავალდებულო მიწოდების გარდა წარმოებული ელექტროენერგიის რეალიზაცია შეუძლია ნებისმიერ მყიდველ(ებ)ზე, თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, თავისი სურვილის შესაბამისად.

 ელექტროენერგიის გადაცემა ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილის ექსპორტის განხორციელება შესაძლებელი იქნება თურქეთში ახალი გადამცემი ხაზის (400/500 კვ) მეშვეობით, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია.

ინტერესთა გამოხატვის პროცედურები

 ზოგადი ინფორმაცია და დოკუმენტები

 ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე (,,ბრძანება”) სამინისტროსთვის მთავრობის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად. ინტერესთა გამოხატვის პროცესს წარმართავს სამინისტრო მთავრობის სახელით. გადაწყვეტილება გამარჯვებული მონაწილის გამოვლენისა და სხვა მონაწილეების საბოლოო რეიტინგის შესახებ მიიღება მთავრობის მიერ.

 ინტერესთა გამოხატვის პირობები და პროცედურები (‘’პირობები და პროცედურები”) დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით  (ბრძანების დანართი 1), და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სამინისტროს ვებ-გვერდზე:

http://www.minenergy.gov.ge
, ,

აგრეთვე პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე:

http://www.uppermtkvaricascade.com
.

ვებ-გვერდებზე ასევე გამოქვეყნდება სიახლეები და ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია, და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია რეგულარულად გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას.

ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულია პროექტთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:
• სამინისტროს ბრძანება და ინტერესთა გამოხატვის პირობები და პროცედურები;
• განხორციელების ხელშეკრულების პროექტი;
• მიწოდების ხელშეკრულების პროექტი;
• გადამცემი სისტემის გამოყენების ხელშეკრულების პროექტი;
• საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა;
• საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მიმოხილვა;
• ადგილობრივი ელექტროენერგიის ბაზრების მიმოხილვა;
• საინფორმაციო მემორანდუმი პროექტთან დაკავშირებით;
• პროექტის ზოგადი მიმოხილვა;
• პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ანგარიში დანართებით; და
• საქართველოში მიწაზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა

 ინტერესთა გამოხატვის პროცედურები
ინტერესთა გამოხატვა გამჭირვალე და კონკურენტული პროცესია და შედგება სამი ეტაპისგან - წინასაკვალიფიკაციო, წინადადების წარმოდგენის და შეფასების ეტაპები.

 წინასაკვალიფიკაციო ეტაპი
წინასაკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება არაუმეტეს 120 დღისა. წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე ინტერესთა გამოხატვაში დაინტერესებული პირ(ებ)ი („განმცხადებელი“) უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს და ვალდებულია წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი გადამოწმებადი ინფორმაცია და სათანადო დოკუმენტაცია:

(ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში განმცხადებლის წლიური ბრუნვების საშუალო წლიური ბრუნვა („ბრუნვა“), იქნება ეს ერთი იურიდიული პირი თუ იურიდიულ პირთა ჯგუფი, უნდა აღემატებოდეს 300 (სამას) მილიონ აშშ დოლარს, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად:
ბრუნვა = (X1+X2+X3+X4+X5) / 5 > 300 მილიონი აშშ დოლარზე
სადაც X1, X2, X3, X4, X5 წარმოადგენს განმცხადებლის ყოველწლიურ ბრუნვას შესაბამისად ბოლო 5 წლის პერიოდისათვის.

(ბ) განმცხადებლის შევსებული კაპიტალი (Pაიდ-ინ ცაპიტალ), იქნება ეს ერთი იურიდიული პირი თუ იურიდიულ პირთა ჯგუფი, უნდა შეადგენდეს სულ მცირე 100 (ასი) მილიონ აშშ დოლარს 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით;

წინასაკვალიფიკაციო განაცხადის შინაარსი, წარდგენის წესი და სხვა მოთხოვნები დეტალურადაა განსაზღვრული ინტერესთა გამოხატვის პირობებითა და პროცედურებით.

წინადადებების წარმოდგენის ეტაპი
წინადადებების წარმოდგენის ეტაპი გრძელდება 70 დღე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ განმცხადებლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, თუ არ მოხდება აღნიშნული ეტაპის ვადის გაგრძელება პირობებითა და პროცედურებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. წინადადების წარმოდგენის ეტაპზე შეფასების ერთადერთი კრიტერიუმია სავალდებულო მიწოდება. წინადადებების შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით. სამინისტრო განიხილავს წინადადებებს და მოამზადებს შესაბამის ინფორმაციას მთავრობისადმი წარსადგენად, რათა მთავრობის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება გამარჯვებული მონაწილისა და სხვა მონაწილეთა საბოლოო რეიტინგის თაობაზე. წინადადებასთან ერთად ყველა მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობით (,,გარანტია“). წარუმატებელ მონაწილეებს გარანტია დაუბრუნდებათ გამარჯვებული მონაწილის გამოვლენის შემდეგ. წინადადებათა წარმოდგენის ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტების შინაარსი, წარდგენის წესი და სხვა მოთხოვნები დეტალურად განისაზღვრება ინტერესთა გამოხატვის პირობებითა და პროცედურებით.

 შეფასების ეტაპი
შეფასების ეტაპი ითვალისწინებს მთავრობის მიერ წინადადებების შეფასებას და გამარჯვებული მონაწილის გამოვლენას, აგრეთვე სხვა მონაწილეთა საბოლოო რეიტინგის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. შეფასების ეტაპი გაგრძელდება 20 დღის განმავლობაში

განხორციელების ხელშეკრულებების გაფორმება
სამინისტრო გამარჯვებულ მონაწილეს წერილობით აცნობებს შეფასების ეტაპის შედეგებს და მოიწვევს განხორციელების ხელშეკრულების გასაფორმებლად. პროექტის ხელშეკრულებები ღია იქნება მოლაპარაკებებისთვის და შესაბამისი ცვლილებებისთვის, თუმცა, განხორციელების ხელშეკრულებისა და მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ასეთი ცვლილებები არ ახდენენ გავლენას ძირითად პირობებზე მათ შორის ფინანსურსა და საგარანტიო პირობებზე. ამასთან განხორციელების ხელშეკრულების პროექტის ნებისმიერი ცვლილება მოწონებულ უნდა იქნას მთავრობის მიერ.

 საკონტაქტო ინფორმაცია

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილეს მარიამ ვალიშვილს ან ეკონ პოირის პროექტის მენეჯერს ბიორნ ბრანდთცეგს ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ საფოსტო მისამართებზე ან ტელეფონის ნომრებზე:

მარიამ ვალიშვილი- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
ელ-ფოსტა: marika.valishvili@minenergy.gov.ge ან uppermtkvaricascade@minenergy.gov.ge

მობ: +995 77 96 0505

 ბიორნ ბრანდთცეგი
პროექტის მენეჯერი
ეკონ პოირი
ელ-ფოსტა: uppermtkvaricascade@minenergy.gov.ge
მობ: +4798263966

წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მსურველი პირ(ებ)ი ვალდებული არიან 2010 წლის 28 აპრილის დღის 17:00 სთ-მდე საქართველოს დროით ენერგეტიკის სამინისტროში (ქ.თბილისი, ბარათაშვილის #2) წარმოადგინონ წინასაკვალიფიკაციო განაცხადი მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის # 5 ბრძანებით დადგენილი პირობებითა და პროცედურებით. ინტერესთა გამოხატვის პირობები და პროცედურები (‘’პირობები და პროცედურები”) დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით (ბრძანების დანართი #1), და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.minenergy.gov.ge აგრეთვე პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე: http://www.uppermtkvaricascade.com.

 

  ხელშეკრულება ზემო მტკვრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშის და გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების დეტალური საპროექტო კვლევის ჩატარების, ასევე დაფინანსების, მშენებლობის, ტესტირების, გამოცდის, საკუთრებაში ქონის, ოპერირების და მოვლა პარტონობის შესახებ 

   დანართები  

  გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება 

  ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გატარების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ 

  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service