ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის დოკუმენტი  

 ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განსახლების ჩარჩო დოკუმენტი  

კომენტარებისა და შემოთავაზებების ფორმა მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტისათვის 

ძიება
   

განცხადება 
საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში, მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის #9 ბრძანების საფუძველზე, ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში, მდინარე ტეხურზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების (შემდგომში ,,პროექტი”) მიზნით. ინტერესთა გამოხატვის მიზანია დაინტერესებული ინვესტორების მოწვევა, მათ მიერ წინადადებების წარმოდგენა და საუკეთესო წინადადების გამოვლენა შემდგომში პროექტის განხორციელების მიზნით.

პროექტის აღწერილობა

პროექტით გათვალისწინებულია ოთხი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი ტეხურის კასკადის მშენებლობა. კასკადის ჯამური სიმძლავრე შეადგენს მინიმუმ 105,7 მგვტ, წლიური გამომუშავებით 490 000 000 კვტ.სთ. კასკადი შედგება შემდეგი ჰიდროელექტროსადურებისგან: ერჯია, ცხიმრა, ნობულევი, ლეჩახა.

ინტერესთა გამოხატვის პირობები

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს (საწარმოს) ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის #9 ბრძანებით განსაზღვრული პირობების და წესების  შესაბამისად. წარმოდგენილ წინადადებებს შორის საუკეთესოს გამოავლენს საქართველოს მთავრობა შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების ვადები;
ბ) ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ოდენობა.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი მოიპოვებს პროექტის განხორციელების უფლებას. წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 მარტი, 18:00 სთ. (თბილისის დროით).

სავალდებულო მიწოდება

კასკადის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის მანძილზე, ყოველი წლის ზამთრის პერიოდში (ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით), არანაკლებ სამი თვის განმავლობაში კასკადის მიერ გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველსაყოფად.

 საკონტაქტო ინფორმაცია

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შემდეგ მისამართზე:
საქართველო, ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, V სართული,
ან ვებ გვერდზე: www.minenergy.gov.ge , და მიიღონ სასურველი ინფორმაცია და კონსულტაცია.

დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: მარიამ ვალიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ელ.ფოსტა: marika.valishvili@minenergy.gov.ge
სამსახურის ტელ.: +995 35 78 07
მობილურის ტელ.: +995 77 96 05 05

  

-ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი ჰესების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის მიზნით

-პოტენციური ჰესების მოკლე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები და ინტერაქტიული რუქა  

-განახლებადი ენერგიის პოტენციური წყაროების ნუსხა  

-მიმდინარე საინვესტიციო პროექტები   

-საქართველოში ასაშენებელ პოტენციურ ჰესებზე ნახშირორჟანგის ემისიების მოსალოდნელი შემცირება  

-ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროში წარსადგენი განაცხადის ტიპიური ფორმა  

-საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი

-საქართველოს ქარის ენერგიის ატლასი

-კავკასიიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები 


 

© 2010 The Ministry Of Energy Of Georgia. All rights reserved.
Created By Pro-Service